შუახევში გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, კედლის ჩამოსხმა ერთდროულად სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს, მათ შორის ნიგაზეულში, გორში, უჩამბაში, ხაბელაშვილებში, დაბაში, ჭვანაში, ოლადაურში, მახალაკიძეებში, დღვანში, კვიახიძეებში, ბარის უბანში, შუბანში და ბარათაულში.
ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, ფერდსამაგრი ღონისძიებები ნიგაზეულში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთანაც მიმდინარეობს, სადაც 14 720 ლარის სამუშაოებს, შპს “ჯია 70“ აწარმოებს.
“მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტში 52 მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებაზე აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან 723 500 ლარი გამოიყო. აქედან დასრულდა – 14, მიმდინარეობს – 34, სატენდეროა – 4”, – აცხადებენ მერიაში.