ზუგდიდში 25 სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

1020

წინა სტატია

ზუგდიდში 25 სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, სოციალური სახლების მშენებლობა კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, საერთაშორისო პროექტის “ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობა“ მონაწილეთა ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ.

ჯგუფის შემადგენლობაში შვედეთის, სერბეთის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. ჯგუფის წევრებმა მშენებარე სახლთან ერთად გასულ წელს აშენებული სახლიც დაათვალიერეს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა, რის გამოც მუნიციპალიტეტს 2015 წელს სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.