ზუგდიდის სოფლებში სოცდაუცველი ოჯახებისთვის სახლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

637

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველიო ჯახებისთვის სახლების ასაშენებლად ტენდერს აცხადებს. საუბარია სოფელ ახალაბასთუმანში, ჯუმსა და რიყის ადმინისტრაციულ ერთეულებში ორი ოროთახიანი და ერთი სამოთახიანი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 974 ლარია. წინადადებების მიღება 20 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.

ზუგდიდის მერიის კომისიამ სახლების მშენებლობაზე, წელს, ჯამში 132 მოქალაქის განცხადება მიიღო, საიდანაც მერიის ინფორმაციით, უპირატესობა მიენიჭება ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება 25 სახლის მშენებლობაზე. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, წლის ბოლომდე ეს რაოდენობა გაიზრდება. ზუგდიდის ბიუჯეტიდან პროგრამისთვის 600 ათასი ლარია გამოყოფილი.

ზუგდიდის მერიის „უსახლკარო და მძიმე საცხოვრენელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის“ პროგრამით 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.