გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ახალი ჭაბურღილი ამოქმედდა.
გურჯაანის მერიის ინფორმაციით, ახალი ჭაბურღილი რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოეწყო.
“აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ექვსი დიდი უბნის წყალმომარაგება გაუმჯობესდება”, – ათნიშნავენ მერიაში.
კოლაგის ჭაბურღილის მოწყობაზე სულ 114 925 ლარი დაიხარჯა.
ამასთან, სოფელ ვეჯინში ახალი ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა დაიწყო, რომლითაც სამი დიდი უბნის: ე.წ ქუვეითის, ე.წ ჰესის გზისა და ე.წ სტადიონის უბნებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის მიწოდება.
სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 135 800 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “ჰიდროგეო” ასრულებს.