გურჯაანის სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

760

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, ე.წ ცისკარაანთ უბანში, ასფალტის დაგება უკვე დასრულებულია.

როგორც მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებილი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო“ ასრულებს და მისი საერთო ღირებულება 415 248 ლარს შეადგენს.

ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შიდა საუბნო გზებზე  სანიაღვრე არხებიც მოეწყობა.