ვაკის რაიონში ბაგების III კორპუსის, ყიფშიძის N7-ის, ჭავჭავაძის N75-ისა და N49-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერებისა და შიდა ეზოების მოწყობა-განახლება მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, ტერიტორიებზე განახლდება სკვერის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყობა განათების ქსელი და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.
ამასთან, როგორც ვაკის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს დამატებით 15 დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია იგეგმება.