თერჯოლა-ახალი თერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება, როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი-საავტომობილო გზის 3,5 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტით მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს და მისი ღირებულება 950 ათასი ლარია.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს “დაგი“ აწარმოებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ მოადგილე მერაბ სირაძესთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროს არჩილ ქოჩიაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.