გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში შიდა საუბნო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოასფალტდება 645 მეტრის სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ სამუშაობზე გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების ეტაპი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 207 ათასი ლარია.