კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქუჩის N3-დან N27-ის ჩათვლით არსებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, ამ ეტაპზე კი, 465 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოებს, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 234 600 ლარია გამოყოფილი, შპს “სკინჩი“ ასრულებს.