ხულოში მერიის წინ მდებარე სკვერში დამონტაჟებული შადრევანი დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი. 1940 -იან წლებში აშენებულ კონსტრუქციას რესტავრაცია ბოლოს 2011 წელს ჩაუტარდა. შადრევნის ფუნქციაც სწორედ მაშინ შეუთავსეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებენ და აცხადებენ, რომ მასზე შადრევანის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელი იყო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
‘დაგეგმილია დაბა ხულოს კეთილმოწყობა, რის ფარგლებშიც ვფიქობთ, რომ მის ნაცვლად სხვა კონსტრუქცია მოვაწყოთ. მწირი ფინასების გამო, მიმდინარე წელს მისი განხორციელება შეუძლებელია“, – აცხადებს ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე.
სკვერის მიმდებარედ, გასულ წელს სასმელი წყლის შადრევანიც მოაწყეს. დაახლოებით 200 ათას ლარად დამონტაჟებულ წყლის ონკანში კი, წყლის დეფიციტის გამო, გრაფიკით მოედინება.