ხულოში საბავშვო ატრაქციონები მოეწყო

826

დაბა ხულოში, 9 აპრილის ხეივანში, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში ოთხი სახის ატრაქციონი, მონოლითური რკინა ბეტონის საყრდენი კედლები და კაუჩუკის საფარი მოეწყო.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შპს „ლიდერმა“ განახორციელა, ხოლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 550 ლარი დაიხარჯა.