ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩაზე, საცხოვრებელი ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, კეკელიძის, შათირიშვილის, ჩიკაშუას და მელქაძის ქუჩების ათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს სრული აღდგენა სექტემბერში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს, სამუშაოებს კი კომპანია “ბორანი“ ასრულებს.
“კვალითის დასახლება ქალაქ ზესტაფონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მჭიდროდ დასახლებული უბანია. ეზოებში ასფალტის საფარი სრულად იყო გამოსული მწყობრიდან, რაც მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. ამჟამად 10 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 4 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე დაიგება და ჯამში 103 000 ლარის სამუშაოები შესრულდება“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.