გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩაზე, “ახმეტელის თეატრის“ წინ, სკვერი მოეწყო. გამგეობის ცნობით, ადგილობრივი მცხოვრებლები ავტოსადგომის ნაცვლად, ამიერიდან რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ.
გამგეობის ინფორმცაიით, სამუშაოების ფარგლებში, 2 000 კვ.მ ფართობზე, სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა. ასევე, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები და გრანიტისა და მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები.
სკვერის მოწყობის სამუშაოებზე, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “გრინსერვისი+ მა“ შეასრულა, 174 266 ლარი დაიხარჯა.
“გლდანის რაიონის გამგეობამ რეაბილიტაცია კიდევ ერთ სკვერს ჩაუტარა. აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად გამოიყენებოდა, დღეს კი აქ ლამაზი სივრცე გვაქვს. აღნიშნული სკვერით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე თეატრში მოსული სტუმრები ისარგებლებენ“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.