საბურთალოს რაიონში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირის N26 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, რომლის შედეგად, 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ამასთან, ამავე პროექტის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დამაკავშირებელ ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკი მოეწყო.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 122 837 ლარით დაფინანსდა.
ასევე, საგზაო სამუშაოები საირმის ქუჩა N2-ის ეზოშიც დასრულდა, სადაც პროექტის ფარგლებში, ბორდიური და 1 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 46 338 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.