ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში, ანაპის 414-ე დივიზიის მეორე შესახვევში, გზის რეაბილიტაცია სრულდება.
გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამასთა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დააფინანსა და მისი ღირებულება 238 ათას ლარს შეადგენს.
“ანაპის მეორე შესახვევში წყალარინების ცენტრალური სისტემა და ასფალტის საფარი არ არსებობდა. იყო გრუნტის გზა, რის გამოც წვიმიან ამინდში მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. დღეს აღნიშნული შესახვევის კაპიტალური შეკეთება დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა ანაპის პირველ შესახვევშიც მოვაწესრიგეთ“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.