ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები2 კილომეტრიან ასფალტო-ბეტონის დაგებას ითვალისწინებს.
მერიის ცნობით, უკვე მოიხრეშა გზა და ამჟამად ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
ჰერეთისკარის შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 354 320 ლარია გამოყოფილი.
ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს “ლაგოდეხავტოგზა“ აწარმოებს მიმდიმარე წლის 20 აგვისტოს დაიწყო 18 ნოემბერს დასრულდება. თუმცა, “ლაგოდეხავტოგზის“ ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოები, სავარაუდოდ, ხელშეკრულებაში მიმთითებულ ვადაზე ადრე დასრულდება.