მწვანე კონცხის ტერიტორიაზე გზა მობეტონდება

1158

ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ბეტონის დაგება მიმდინარეობს. მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია 2 000 კუბამდე ბეტონის დაგება.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 239 540 ლარს შეადგენს და სამუშაოები მიმდინარე წლის 24 დეკემბრამდე დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ვიცემერმა თენგიზ პეტრიძემ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელ სულხან ევგენიძესთან ერთად დაათვალიერა.