დიდუბის, გლდანის და ვაკის რაიონებში ახალი ბაღები გაიხსნა

973

თბილისის რამდენიმე უბანში ახალი ბაღი გაიხსნა. კერძოდ, დიდუბის რაიონში, ზუგდიდის ქუჩაზე, გაიხსნა 1 ახალი საბავშვო ბაღი. N38 საბავშვო ბაგა-ბაღი ხუთჯგუფიანია და 165 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ასევე, 2 ახალი საბავშვო ბაღია ვაკის რაიონში ნუცუბიძის IV მ/რ-ში და წყნეთში. ამასთან, 2 ბაგა-ბაღი მოეწყო გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, მრევლიშვილის ქუჩაზე და მესამე მიკრორაიონში N24 კორპუსის მიმდებარედ.

ახალი საბავშვო ბაღები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემით. ბაღის ეზობში განთავსებულია გამწვანებული სათამაშო ზონები და სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონები.