ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდიდან სოფელ ხანამდე მისასვლელ საავტომობილო გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.
მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 1,775 კ/მ გზის მონაკვეთის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “გი-ან 2011” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 677 777 ლარს შეადგენს.
“სოფელ კაკასხიდიდან სოფელ ხანამდე მისასვლელი საავტომობილო გზა მონოლითური რკინა-ბეტონის საფარით მოწყობას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს. სამუშაოები აგვისტოს თვეში დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება”, – აცხადებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში.