აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მინისტრთა კაბინეტს ახალი პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა წარუდგინა. ინფორმაციას “ლაივპრესი” გამოცემა “აპსნიპრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
აფხაზეთის ახალი დეფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა 1953 წელს დაიბადა, გაგრის რაიონის, სოფელ ბზიფში. უმაღლესი განათლება კუბანის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში მიიღო. მუშაობდა სხვადახვა თანამდებობებზე, იყო გაგრის ადმინისტრაციის უფროსი, დეფაქტო პარლამენტის სპიკერი, ხოლო 2014 წელს ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას.
აფხაზეთის ყოფილი დეფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, რომელიც სირიიდან 8 სექტემბერს ბრუნდებოდა, ფსოუ-სოხუმის გზაზე ავტოკატასტოფაში დაიღუპა.