აფხაზეთში დეფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით ქაღალდის პირველი ფული გამოუშვეს. ეს არის აფხაზური ვალუტა – 500 აპსარი. უკანა ფონზე აფხაზი მებრძოლები ჩანან, ხელში აფხაზური დროშით. აქ ნახავთ შვიდ ვარსკვლავსაც, რომელიც “სახელმწიფო“ სიმბოლიკაზეა დატანილი. ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან “გამარჯვების“ 25 წლისთავს ეძღვნება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ასევე, ბანკნოტზე გამოსახულია აფხაზეთის “სახელმწიფო გერბი“ და რუქა. ასევე, სილუეტი სოხუმის არქიტექტურული კომპლექსის, სიმბოლური ციხე-კოშკის ფონზე. ბანკნოტი მხატვრებმა, ბატალ ჯაპუამ და ტიმურ კატიანმა შეიმუშავეს.
ფული წარმოებაში 29 სექტემბერს ჩაეშვება.
“აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელის, ბესლან ბარათელიას თქმით, ეს არის ქაღალდის პირველი ფული აფხაზეთის ისტორიაში.