ასპინძაში 14 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

689

14 ინფრასტრუქტურული პროექტიდან შვიდს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს, ამდენივეს კი ადგილობრივი თვითმმართველობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული 7 პროექტიდან 5 დასრულებულია. ერთი, რომელიც ასპინძის ომის მემორიალის გარშემო ინფრასტრუქტურის, ასევე, ვარძიის ქუჩაზე არსებული დეკორატიული კედლების რეაბილიტაციას გულისხმობს, პირველ ეტაპზეა. მეორე პროექტზე კი, რომლითაც ასპინძაში 9 აპრილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს, ტენდერია გამოცხადებული.

ხოლო, იმ პროექტებიდან, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ჯერ მხოლოდ ერთია დასრულებულია. 2 პროექტის განხორციელება დაწყებულია. ერთი ტენდერზეა გატანილი, ხოლო სამზე შერჩევა – შეფასება მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასპინძის მუნიციპალიტეტში წელს 984 360 ლარი დაიხარჯება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 788 655 ლარი.