სიღნაღის სოფელ ზემო ბოდბეში წყალმომარაგების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

489

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში წყალმომარაგების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება.

“სოფელ ზემო ბოდბის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, წყალი დღის განმავლობაში 3 საათით მიეწოდებოდა. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1000-მდე ადგილობრივს წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება და 18 საათიანი გრაფიკით მიიღებს”, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

მათივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკუთარი რესურსით ახორციელებს.