რა პროექტებისთვისაა გაწერილი ადიგენში 4 მილიონამდე ლარი

978

ადიგენში წელს 26 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. მათ შორის 22 ადგილბორივი ბიუჯეტიდან, სამი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ერთი კი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდანაა დაფინანსებული. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტებისთვის 468 514 ლარია გამოყოფილი, ცენტრალური ბიუჯეტიდან კი 3 140 840 ლარი იხარჯება.

განსახორციელებელი 26 პროექტიდან ცხრა სარწყავი და სასმელი წყლის ქსელის, ხუთი საავტომობილო გზის და სამი საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას გულისხმობს. დანარჩენი ცხრა კი სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლადაა გაწერილი.

ადიგენის მუნიცინაპილტეტის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი 26 პროექტიდან 15 უკვე დასრულია, ხუთი მიმდინარეობს და ექვსი 2018 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ოთხი პროექტიდან სამი – ლელოვანი ამხერის გზის რეაბილიტაცია, დაბა ადიგენში მრავალსართულიანი კორპუსების რაბილიტაცია და იმერთუბანი–იჯარეთის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ერთი კი, რომელიც გორგულიდან შოშხოთის მიმართულებით გზის მოასფალტებას გულისხმობს, მიმდინარეობს.

ადგილობრვი ბიუჯეტიდან განსახორციელებელი 22 პროექტიდან 12 დასრულებულია, ოთხი მიმდინარეობს, ექვსი კი ჯერ არ დაწყებულა.