გურჯაანში სამი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

954

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის ინფორმაციით, შენობების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მერი მირველაშვილის თქმით, სკოლები თანამედროვე ტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და აღიჭურვა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“ამ სკოლებს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მოეწყო კაბინეტები და ლაბორატორიები. შენობებში სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ სამ საჯარო სკოლაში ეზოების მოპირკეთება მიმდინარეობს. დაშენება-მიშენების პროექტი არ ყოფილა გათვალისწინებული. რეაბილიტირებული სკოლები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება”, – განაცხადა მერი მირველაშვილმა.

სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მილენიუმის პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.