ზუგდიდის სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება. თუმცა, სარემონტო სამუშაოების გამო, ზუგდიდის მე-9 და სოფელ ურთის საბავშვო ბაღში სასწავლო წლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“სარემონტო სამუშაოები ზუგდიდის მე-6, მე-7, მე-9, მე-11, ასევე, სოფლების ურთისა და გრიგოლიშის საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს, მაგრამ რამდენიმე ბაღში შესაძლებელია სასწავლო პროცესის პარალელურად სარემონტო სამუშაოების ჩატარება, მხოლოდ ქალაქის მეცხრე და ურთის ბაღებში ეს ვერ მოხერხდება“, – განაცხადეს ზუგდიდის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 62 საბავშვო ბაღია.