მერიის ცნობით, ამბროლაური-ხიმშის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები დასრულდა.
როგორც ამბროლაურის მერიაში აცხადებენ, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 567 720 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ასფალტო–ბეტონის საფარიანი გზების მოწყობისთვის 1 200 000–მდე ლარია გამოყოფილი.