წყალტუბოს 2 სოფლის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

820

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქვიტირი-მუხიანის დამაკავშირებელ 4 კმ-იან გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ეს გზა გასული საუკუნის 80-იანი წლები შემდეგ არ შეკეთებულა.

“აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად ბეტონის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ გზის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 698799 ლარი იხარჯება. სამუშაოებს შპს. „მიმდემი“ ახორციელებს”, – აცხადებენ წყალტუბოს მერიაში.

“ეს გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს. სამუშაოები ხარისხიანად სრულდება, ამჟამად ბეტონის დასხმა მიმდინარეობს, ამ გზის რეაბილიტაცია ორი სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა“, -აღნიშნა წყალტუბოს მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 25 სექტემბერს დასრულდება.