თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის მიერ განთავისუფლებული სამი პირის სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს.
თიანეთის სასამართლომ გათავისუფლების თაობაზე მერის ბრძანება გააბათილა და საკითხის ხელახალი განხილვა იურიდიულ სამსახურს დაავალა. სამი ყოფილი თანამშრომელი სასამართლოსგან სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
თამაზ მეჭიაურის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლებმა კი მერიასთან გადაინაცვლეს და პასუხისმგებელი პირისგან განმარტებას ითხოვენ, თუმცა მერი შვებულებაშია.
თამაზ მეჭიაურმა ისინი მარტში გაათავისუფლა. მიზეზად რამდენიმე მოსახლისთვის მაღალმთიან დასახლებაში სტატუსის არაკანონიერად მინიჭება და ამასთან დაკავშირებით დისციპლინური კომისიის დასკვნა დასახელდა.
თავად გათავისუფლებულები კი პირად საუბარში, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიზეზი მათ მიერ “ქართული ოცნების“ მხარდაჭერაა.