გორის თემის მუნიციპალიტეტმა ქალაქთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო

795

15 ხმა 12-ის წინააღმდეგ – ასე დასრულდა გორის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც დღეს დეპუტატებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადება ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ განიხილეს.

სხდომა კამათის ფონზე წარიმართა. საკრებულოს წევრთა ნაწილი თემის ქალაქთან მიერთების წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, საკრებულომ გადაწყვეტილება გაერთიანების სასარგებლოდ მიიღო.

აღსანიშნავია, ანალოგიური გადაწყვეტილება ქალაქ გორის საკრებულომაც ცოტა ხნის წინ მიიღო. 9 ხმით 4-ის წინააღმდეგ – ქალაქი თემთან შეერთების მომხრეა. ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაც დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.