წყალსადენი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში 2 წლის წინ მოაწყვეს არ ფუნქციონირებს. სისტემით სასმელი წყალი დაგეგმილის მიხედვით 60-ზე მეტ აბონენტს უნდა მიეწოდოს, თუმცა ადგილობრივების თქმით სათავე ნაგებობები უხარისხოდაა გაკეთებული. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
წვიმის დროს წყალი იმღვრევა, მზიან ამინდში კი წყლის დებეტი ისე იკლებს, რომ ონკანებში წყალი ფაქტობრივად აღარ მოდის. ხელვაჩაურის მერიაში ამტკიცებენ რომ ახლახანს მოწყობილს სისტემას მალე რეაბილიტაცია ჩაუტარდება.