ლევან შონია: წარმატებებს ვუსურვებ მომავალ გუბერნატორს

1234

წინა სტატია

“წარმატებებს ვუსურვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალ გუბერნატორს , იმედს ვიქონიებ ახალი ხელმძღვაენლი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის! მე ვიყავი, ვარ და ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად“, – აცხადებს ლევან შონია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრმა დღეს გაათავისუფლა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ლევან შონია მადლობას უხდის თანამშრომლებს, სახელმწიფო უწყებებს, მოსახლეობას ნდობისთვის და გაწეული სამუშაოსთვის.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პოსტზე 4 წელზე მეტი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში, გვქონდა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატებები, მაგრამ იყო ძალიან ბევრი სირთულე, რომელთა ნაწილი დავძლიეთ და ნაწილიც დასაძლევია.

გასული ოთხი წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელდა 1 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, რომ მომეცა საშუალება ჩვენი რეგიონისთვის გამეკეთებინა შესაძლებლობების მაქსიმუმი. მადლობა ყველა სახელმწიფო უწყებას, რეგიონის მუნიციპალიტეტებს, მათ ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, მადლობა პოლიციელების დიდ ოჯახს, საიდანაც მე მოვდივარ! განსაკუთრებლი მადლობა მინდა გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადავუხდო, რომლებიც რეგიონის საკეთილდღეოდ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. გუნდისთვის არა ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა ჩვენი რეგიონის მოსახლოებას, მადლობა ჩვენს ვეტერანებს რომელთა თანადგომას და რჩევებს მუდმივად ვიღებდი, მათი გაწეული შრომა ფასდაუდებელია“, – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის განცხადებაში, რომელიც პრესსამსახურმა გაავრცელა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობას, ვიდრე ახალ კადრს წარადგენენ, ლევან შონიას პირველი მოადგილე, კობა ქანთრაია შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მიზეზად მან რეგიონული მმართველობის ახალი მიდგომების შემუშავება და არსებული პოლიტიკის არაეფექტურობა დაასახელა, რომელიც პრემიერის თქმით, გამოწვევებს ვერ პასუხობს.