სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობას, ვიდრე ახალ კადრს წარადგენენ, ლევან შონიას პირველი მოადგილე, კობა ქანთრაია შეასრულებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„პრემიერის განკარგულების ჩამოსვლის შემდეგ, მოვალეობას ავტომატურად ასრულებს პირველი მოადგილე“, – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მიზეზად მან რეგიონული მმართველობის ახალი მიდგომების შემუშავება და არსებული პოლიტიკის არაეფექტურობა დაასახელა, რომელიც პრემიერის თქმით, გამოწვევებს ვერ პასუხობს.