საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან რამდენიმე გუბერნატორი გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.
თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, მაგრამ პრემიერმა არ დაუკმაყოფილა.
რაც შეეხება იმერეთს, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა.
პრემიერ0მინისტრის თქმით, ახალ გუბერნატორებს უახლოეს დღეებში წარადგენს.