გათავისუფლებული გუბერნატორები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას აფასებენ

746

წინა სტატია

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა კახა სამხარაძემ პრემიერმინისტრს გადადგომის თხოვნით თავად მიმართა. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

“მე განცხადება გაკეთებული მქონდა ზეპირადაც და დავწერე კიდეც. არ ვიცოდი პრემიერი თუ დააკმაყოფილებდა და გამეხარდა, რომ დააკმაყოფილა. თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოჯახური პირობების გამო მივიღე, ოჯახი თბილისში ცხოვრობს და ვერ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას”, – განაცხადა კახა სამხარაძემ.

ბოლო პრერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა არც ლევან ზაუტაშვილისთვის, რომელიც ამ დრომდე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო. ზაუტაშვილი ამბობს, რომ გუნდის წევრად რჩება, თუმცა აქვე აზუსტებს, რომ ამ ეტაპზე არანაირი შეთავაზება პრემიერმინისტრისგან არ მიუღია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან რამდენიმე გუბერნატორი დღეს გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

გურიის გუბერნატორ მერაბ ჭანუყვაძის მიერ თანამდებობიდან გადაყენების შესახებ დაწერილი განცხადება კი, რომლის შესახებაც ცნობა დილით გავრცელდა, მამუკა ბახტაძემ არ დააკმაყოფილა. ის კვლავ შეასრულებს დაკისრებულ უფლებამოვალეობებს.