სამტრედიაში გარევაჭრობა აიკრძალა

1193

წინა სტატია

დღეიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობა ოფიციალურად აიკრძალა.

გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით ქალაქში არსებული ბაზრები გარკვეული შეღავათებით სთავაზობენ.

მერიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ გარევაჭრობა არ აღიკვეთება თითოეული მათგანის მიმართ შედგენილი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციული სამსართალდარღვევათა კოდექსის 155 მე-3 მუხლის საფუძველზე, 239 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით.

„ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ, შეღავათიან პირობებში და ცივილურ გარემოშო”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.