სამტრედიაში 23 ივლისიდან გარევაჭრობა აიკრძალება. გარემოვაჭრეები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და სამართალდამცავებთან ერთად გააფრთხილა.
გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით ქალაქში არსებული ბაზრები გარკვეული შეღავათებით სთავაზობენ.
მერიის ცნობით, თბილისის ქუჩაზე, აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია გარემოვაჭრებს ახალ წლამდე გადასახადიდან ათავისუფლებს.
მერიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ გარევაჭრობა არ აღიკვეთება თითოეული მათგანის მიმართ შედგენილი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციული სამსართალდარღვევათა კოდექსის 155 მე-3 მუხლის საფუძველზე, 239 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით.
„ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ, შეღავათიან პირობებში და ცივილურ გარემოშო”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.