გორში გარევაჭრობის აღდგენას ითხოვენ

372

გორში გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებმა გარევაჭრობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მიმდინარეობისას ცუდად გახდა ერთ-ერთი გარემოვაჭრე, რომლის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ამ წუთებში გარემოვაჭრეები მერიაში იმყოფებიან და მერთან შეხვედრას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები აიღეს.