მითი მაღალჩინონსების ხელშეუხებლობის დაიმსხვრა – დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – მიმდინარე წლის მარტში დაწყებული გამოძებია გადამწყვეტ ფაზაშია. პროკურატურა ჯერ-ჯერობით საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს, მედია კი მითვისებულ მილიონებზე წერს.
მთავარმა პროკურატურამ გამოძება 5 თვის წინ მოქედი მინისტრების წინააღმდეგ დაიწყო.
21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროში, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა საკითხით ინტერესდება და შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს. საგამოძიებო სამსახური, ამ ეტაპზე, დოკუმენტების გამოთხოვას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-მ დაწერა.
გამოცემა იმ ოფიციალურ დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომელიც 2018 წლის 12 თებერვლით თარიღდება და რომელსაც ხელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი აწერს. რომლითაც ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გარკვეული ეჭვი შეიტანა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების სათანადოდ აღჭურვაში, რომლებიც აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მხრიდან აკრედიტაციის მოწმობის მიღების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას შეძლებდნენ.