ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სკვერების მოწყობა-განახლება მიმდინარეობს. ახალი სკვერები ნუცუბიძის IV მ/რ-ის 36-ე კორპუსისა და ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-2 კორპუსის მიმდებარედ ეწყობა.
გამგეობის ცნობით, დასასვენებელ სივრცეებში საბავშვო-გასართობი მოედნები და ფანჩატურები განთავსდება. ასევე, მოეწყობა სავალი ბილიკები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკვერები გამწვანდება და განათდება.
“ახალი სკვერების გარდა, ნუცუბიძის IV მ/რ-ის 24-ე კორპუსის ტერიტორიაზე არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს”, – აცხადებენ გამგეობაში.