გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე N17-19 კორპუსების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
გამგეობის ცნობით, 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ველო და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური. ასევე, ხელოვნურსაფარიანი საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა და გარეგანათება.
“შემოდგომაზე აღნიშნულ სკვერში სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება და ბალახი დაითესება”, – აცხადებენ გამგეობაში.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 985 ლარი გამოიყო.