ახალციხეში დაზიანებული ატრაქციონების შეკეთება დაიწყეს

997

წინა სტატია

ახალციხის ცენტრალურ პარკში, საპატრულო პოლიციის ეზოსა და ცხრა აპრილის ქუჩაზე ატრაქციონებს ანახლებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საპატრულო პოლიციის ეზოში პლასტმასის აიწონა–დაიწონა, საქანელები და სასრიალოები გამოცვალეს.

ამასთან, ახალციხის გარდა ატრაქციონების შეკეთება ვალეშიც დაიწყეს.

აატრაქციონების დეტალების შესაძენად ტენდერი 6 080 ლარზე იყო გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 10 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

აღნიშნული თანხით ორი დიდი და ერთი პატარა სასრიალო, 12 ცალი საქანელა, ექვსი წყვილი პლასტმასის აიწონა–დაიწონა თავისი ჯაჭვებით, ასევე, ერთ–ერთი გასაძრომი და ზამბარიანი ცხოველი უნდა ეყიდათ.

ახალციხის ცენტრალურ პარკთან და სკვერებში დაზიანებული ატრაქციონების შეკეთებას ადგილობრივები ორი წლის განმავლობაში ითხოვდნენ.