ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებშიი წყლის ავზის მოსაწყობად 800 ათასი ლარი დაიხარჯა, მოეწყო 480-ტონიანი საცავი, თუმცამ როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამუშაოების დასრულებიდან დღემდე, ანუ ერთი წელია სისტემა არ ფუნქციონირებს და სოფლებში ისევ წყლის დეფიცია. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
საკითხზე ქედის მერიაში დღის ბოლოს დამატებითი განმარტება გააკეთეს. მერიაში ამბობენ, რომ ეს პროექტი სახლებამდე წყლის მილების მიყვანას არ ითვალისწინებდა და ეს მოქალაქეებმა საკუთარი სახსრებით უნდა გააკეთონ.