ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ტერიტორიების შემოერთების საკითხზე მუშაობს (ვიდეო)

744

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის შენობა, შესაძლოა მალე მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შევიდეს. უწყება ტერიტორიების გადახედვის საკითხზე მუშაობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

როგორც ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, პირველ ეტაპზე ე.წ სატეხიის გადასახვევიდან მახოს ხიდამდე მარჯვენა მხარის ხელვაჩაურის ტერიტორიებში დაბრუნებაზე მუშაობენ. მერის თქმით, უახლოეს პერიოდში ტოპოგრაფიული რუკის შექმნისთვის ტენდერის გამოცხადებაც იგეგმება.