ვანში, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტს აგებენ

637

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, აღნიშნული გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორიენტირი“ ახორციელებს.

ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 629 415 ლარით ფინანსდება.

“როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად აღნიშნული გზის მოასფალტება 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს”, – აცხადებენ მერიაში.