კახეთის მაღალმთიან დასახლებებში შეღავათებით ვერ სარგებლობენ

793

კახეთის ხუთი მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები უკვე წელიწადზე მეტია ელექტროენერგიაზე შეღავათებით ვერ სარგებლობენ. ეს იმ დროს, როცა ,“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი მოქალაქეს 100 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის გახარჯვის შემთხვევაში, 50 პროცენტიან შეღავათს უწესებს.

“კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიერ ახალი რეგულაციების უგულებელყოფაზე საუბრობს ენერგოომბუდსმენის თანაშემწე და კომპანიას რეკომენდაციებით მიმართავს.

ბრალდებებს დღის ბოლოს ენერგოდისტრიბუციაშიც უპასუხეს.