შუახევის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის ტურისტული და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. ამ მიზნით, ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზის, ხიჭაური- გორხანაულის (საახალდაბოს) მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზიდან დასასვენებელ ადგილამდე ასასვლელი კიბე მოაჯირებით, ფანჩატური, სკამები და განათება მოეწყობა.
მიმდინარე პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 750 ლარი გამოიყო, მშენებლობას შპს ,,ნანგრუპი“ აწარმოებს.
ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სუვენირების სავაჭრო ჯიხურის დადგმაც.
“კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე ტურისტებს, როგორც ადგილობრივებს ექნებათ დასვენების, გართობისა და თავისუფალი დროის გატარების შესაძლებლობა”, – აცხადებენ მერიაში.