ადიგენის მუნიციპალიტეტში გზების მოასფალტება მიმდინარეობს

1090

ადიგენის მუნიციპალიტეტში ლელოვანი-ამხერის საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 146 542 ლარია. გზის სიგრძე 2.9 კილომეტრია.

პროექტის დასრულების შემდეგ, ასფალტირებული გზის მონაკვეთით  ლელოვანისა და ამხერის მოსახლეობა -1 431 ბენეფიციარი და ის ტურისტები ისარგებლებენ, რომლებიც თრიალას ტბების მოსანახულებლად გადაადგილდებიან.

“გზის რეაბილიტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტების ნაკადის ზრდას ამ მიმართულებით. ადგილობრივებს წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ. ასფალტის საფარი პირველად იგება ამ სოფლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური თვალსაზრისით”, – აღნიშნა კახა სამხარაძემ.

პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.