წყალტუბოს სოფელ თერნალში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

994

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვისცენტრმა, სოფელ თერნალის ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ქსელის დაზიანებული კოლექტორი და მილები აღადგინა.

“ქალაქ წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩის მოსახლეობას საკანალიზაციო სისტემის დაზიანების გამო, არასასიამოვნო სუნი და მწერების მომრავლება წლების მანძილზე დისკომფორტს უქმნიდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელი, რომელიც რამდენიმე დიდ უბანს მოიცავს, გამწმენდ ნაგებობას დაუკავშირდება და პრობლემა სრულად აღმოიფხვრება”, – აცხადებენ წყალტუბოს მერიაში.