ჩხოროწყუს ცენტრს რეაბილიტაცია უტარდება

905

ჩხოროწყუს კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შენგელიას ქუჩის გადაკვეთაზე წრე საათის, ჭავჭავაძისა და გობეჩიას ქუჩების გადაკვეთაზე კი შუქნიშნების მოწყობა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაბის ცენტრში მდებარე სკვერი და გობეჩიას ქუჩაზე გარეგანათება მოეწყო. ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპორტდარბაზის შენობის გადახურვა და მეორე სართულის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დასრულდა.

ჩხოროწყუს ცენტრის კეთილმოწყობის პროექტების განსახორციელებლად რეგიონებსი განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 183 000 ლარია გამოყოფილი.

ამასთან, დაბის ცენტრში გაზონის მოწყობას  ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ ახორციელებს.